LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბავშვებსაც აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება – ქუთაისის 2 სკოლაში კოვიდი დაფიქსირდა

გასულ წელს, მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, 1366-ს კი შეუწყდა, უმეტესი წილი ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება

დაპოსტა 2026/04/01-ში
A A
12
ნახვა
გაზიარება

სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 2025 წელსაც მაღალია და მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება – გასულ წელს, მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, 1366-ს კი შეუწყდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წელის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში წერია, რომ ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, ისევ თბილისში (3434), ქვემო ქართლისა (1371) და აჭარის (1050) რეგიონებში იკვეთება.

„2025 წელს ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 2086 საჯარო და 206 ავტორიზებული კერძო სკოლა, რომელთაგან 9 პანსიონურ მომსახურებას ეწეოდა. 2025-2026 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული მოსწავლეების ჯამურმა რაოდენობამ 643 801 შეადგინა. სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს განათლების სამინისტრომ 55 რეაბილიტირებული საჯარო სკოლა მიიღო-ჩაიბარა, ხოლო გასული წლის საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით, 75 სკოლა გადაეცა. გარდა ამისა, სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა 8 სახელმწიფო შესყიდვა.

აღსანიშნავია, რომ 297 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ორ და მეტ ცვლაში, მათ შორის, 22 სკოლის შემთხვევაში – სამ ცვლაში მიმდინარეობს, რაც უმეტესად მოსწავლეთა დიდი კონტინგენტით არის განპირობებული. მითითებული 22 სკოლიდან 16 შემთხვევაში სამ ცვლაში სწავლების მიზეზი, სწორედ, მოსწავლეთა რაოდენობა, ხოლო 6 სკოლის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოები და სწავლის ალტერნატიულ სივრცეში წარმართვაა. საყურადღებოა, რომ ცვლების რაოდენობა, განსაკუთრებით კი სამცვლიანი რეჟიმი, უარყოფითად აისახება ბავშვების კლასგარეშე და არაფორმალურ აქტივობებში ჩართვისა და მათი განვითარების შესაძლებლობაზე.

ზოგადი განათლების უწყვეტობის კუთხით კვლავ იკვეთება პრობლემური ტენდენციები. კერძოდ, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობრივი მაჩვენებლის მიუხედავად, 2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა უმრავლეს შემთხვევაში, კვლავაც „ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების“, „მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მოსწავლის განცხადების“, 45 სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლის გამოუცხადებლობისა და „პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელების“ საფუძვლით ხდება. ამასთანავე, ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, ისევ თბილისში (3434), ქვემო ქართლისა (1371) და აჭარის (1050) რეგიონებში იკვეთება.

საქართველოს სახალხო დამცველი, მრავალი წელია მიუთითებს მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ერთიანი სტატისტიკის დახვეწის აუცილებლობაზე. მიუხედავად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოებისა, პროცესი ამ დრომდე არ არის დასრულებული. შესაბამისად, სტატისტიკის წარმოების არსებული ფორმა და სწავლის მიტოვების საფუძვლები კვლავ დასაზუსტებელია.

მისასალმებელია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, სსიპ მანდატურის სამსახურთან კოორდინაციით „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვის წესის“ სამუშაო ვერსიის მომზადება. იგი განსაზღვრავს როგორც კონფლიქტის მართვისა და დარეგულირების პროცედურებს, ასევე აწესებს მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვის საგამონაკლისო წესს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მასწავლებლის მხრიდან შესაძლო უფლებადარღვევის გამო მოსწავლე არ ესწრება საგაკვეთილო პროცესს და მას სხვა პედაგოგი უტარებს გაკვეთილებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში განათლების სამინისტრო განაგრძობს სასკოლო სივრცეში კვების ობიექტების მოწყობაზე მუშაობას, 2023 წლის განათლების რეფორმის ფარგლებში დამტკიცებული „სასკოლო კვების პროგრამა“, რომელიც სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა, ამ დრომდე არ არის დანერგილი. ბავშვთა სიღარიბისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლებში უფასო კვების დასანერგად შესაბამისი ღონისძიებების ინტენსიურად განხორციელება, უმნიშვნელოვანესია ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც.

„2024 წლის მსგავსად, უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, რის გამოც ორივე რეგიონში ყოველწლიურად მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო მშობლიური ენა უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა.

2025-2026 სასწავლო წლის მონაცემებით, ოკუპირებული გალის რაიონში 30 სრული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 9 სკოლამდელი დაწესებულება, 5 სახელოვნებო სკოლა ფუნქციონირებს. სკოლებში, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, მოსამზადებლიდან მე-11 კლასის ჩათვლით, 3169 მოსწავლე ირიცხება. მათი რიცხვი 2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით 3348 იყო. 30-ვე სკოლაში დასაქმებულია 963 მასწავლებელი. საბავშვო ბაღებში ირიცხება 382-მდე აღსაზრდელი. 18 2024-2025 წლებში ეს რიცხვი 400-ს აღემატებოდა.

საანგარიშო წლის განმავლობაში, მდგომარეობა ოკუპირებულ გალში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, კიდევ უფრო დამძიმდა.

რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით მდგომარეობა, გასული წლის მსგავსად, კვლავ მძიმეა. 2025 წლის მონაცემებით, ოკუპირებულ ახალგორში, ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს მხოლოდ 5 სკოლა. აქედან, 4 სკოლაში ქართული ენა, როგორც საგანი, მხოლოდ მე-11 კლასში ისწავლება. 2025-2026 სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის სკოლებში, ჯამურად 38 მოსწავლე ირიცხება. მათი რიცხვი 2024 წელს 50 იყო. სკოლებში დასაქმებულია 80 პედაგოგი,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

წყალტუბოში Hilton-ის ბრენდის სასტუმრო 1.5 წელში გაიხსნება-ჯამათა ჩარკვიანი

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 1, 2026
0
წყალტუბოში Hilton-ის ბრენდის სასტუმრო 1.5 წელში გაიხსნება-ჯამათა ჩარკვიანი
მთავარი

წყალტუბოში Hilton-ის ბრენდის სასტუმრო 1.5 წელში გაიხსნება - ამის შესახებ BMG-ს ინვესტორმა ჯამათა ჩარკვიანმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანია „აკა ჰოლდინგი“ საფასადე და ეზოს მოწყობით სამუშაოებს ასრულებს. პროექტის ფარგლებში...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს
მთავარი

  შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს  

დაწვრილებითDetails

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასამართლომ 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო
მთავარი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი 7 თვეზე მეტია, პატიმრობაში არიან, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ.  2025 წლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყველის არარეგისტრირებული საწარმოები გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 1, 2026
0
იმერეთში ყველის არარეგისტრირებული საწარმოები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს. ინდივიდუალური მეწარმე ლ. ე. (მის: სამტრედია, სოფ იანეთი), ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე, ეგრეთ წოდებულ ყველს აწარმოებდა შემდგომი...

დაწვრილებითDetails

“სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია”- სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, თავი შეიკავონ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან. უწყების განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანს გაზაფხულის ბოლომდე გაუმართლებს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, რთული პერიოდი მეტისმეტად გაიწელა. საქმეები ფერხდება, ემოციური ფონი უკიდურესად იძაბება, მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები კი კვლავაც არ ჩანს. თუმცა, ასტროლოგიური სურათი იცვლება. 2026 წლის ​გაზაფხულის მიწურულს...

დაწვრილებითDetails

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება პრევენციით

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება პრევენციით
მთავარი

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება პრევენციით! 1 -7 აპრილის ჩათვლით, ჯანმრთელობის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ პაციენტის საჭიროებებზე მორგებულ სამედიცინო პაკეტებს, რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და გამოცდილ ექიმთა...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ამირან ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იყო მოთავსებული. „გარდაიცვალა ემიგრანტი ამერიკაში ამირან ნიკოლაიშვილი იშვიათი წესიერების და...

დაწვრილებითDetails

2 აპრილს ქუთაისში შუქი გაითიშება-ნახეთ მისამართები

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

2 აპრილს  გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს. ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქუთაისში ამ მისამართებზე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე 195...

დაწვრილებითDetails

დააკავეს დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი, რომლებიც დაზარალებულს საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხნენ

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"