LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გასროლის 3 ხმა გავიგე – რას ამბობს სოფელ კირბალში მომხდარი მკვლელობის ე.წ. ოქროს მოწმე

დაპოსტა 2023/11/09-ში
71
ნახვა
გაზიარება

სოფელ კირბალში, რომლის მიმდებარეთაც, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს, უსაფრთხოების ზომები კვლავ გაძლიერებულია. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოყვანილია მოკლული თამაზ გინტურის მანქანა. ავტომობილს აქვს ტყვიების და სისხლის კვალი. გატაცებული ლევან დოთიაშვილი კი კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩება.

“კურიერი” დღეს იმ მოწმეს ესაუბრა, რომელიც გინტურთან და დოთიაშვილთან ერთად იმყოფებოდა და რომელმაც ოკუპირებული ტერიტორია მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა.

ე.წ. ოქროს მოწმემ ჟურნალისტებთან დუმილი პირველად დაარღვია და პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც თამაზ პაპიტაშვილი “კურიერთან” საუბარში აცხადებს, 6 ნოემბერს სოფლიდან 6 ადამიანი წავიდა სასაფლაოზე, რის შემდეგაც პაპიტაშვილის ინფორმაციით, თამაზ გინტურმა და ლევან დოთიაშვილმა გადაწყვიტეს სალოცავზე გადასვლა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. მათთან ერთად წავიდა ე.წ. ოქროს მოწმეც თამაზ პაპიტაშვილიც, თუმცა მას შემდეგ, რაც სალოცავზე ავიდნენ, პაპიტაშვილი შეუძლოდ გახდა და სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა.

როგორც ის “კურიერთან” აცხადებს, მას თავად სალოცავის ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები არ დაუნახავს. მას შემდეგ კი, რაც ის სოფელში დაბრუნდა, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო.

თამაზ პაპიტაშვილი იმასაც ამბობს, რომ მკვლელობის და ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია მან პოლიციისგან მოგვიანებით შეიტყო.

“6 ვიყავით, ერთი გვიან მოვიდა და ადრე წამოვიდა, დავრჩით ხუთნი. ცუდად ვიყავი. რომ გადმოვედი არავინ დამინახავს. მე წამოვედი და იმის მერე იქ რა მოხდა იცის იმ ბავშვა, ვინც იქ დაჭერილია. გასროლის 3 ხმა გავიგე. სოფელში რომ ჩამოვედი მერე ვინ ვნახე და ვინ არა აღარ მახსოვს.

მილიცია სავსე იყო. ცოტა ხნის მერე მანქანა ჩამოაგორეს, რამდენი გადმოვიდა და რამდენი არა არ ვიცი. იქ სასწრაფო იდგა და წამოიყვანეს იმითი,” – აცხადებს თამაზ პაპიტაშვილი.

“კურიერი” ასევე ესაუბრა მოკლული თამაზ გინტურის ძმას, რომელიც სოფელ კირბალში სამძიმარს იღებს. მოკლულის ძმა გივი გინტური აცხადებს, რომ მას სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია თუ ვინ მონაწილეობდა მისი ძმის მკვლელობაში. გივი გინტური დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

“ოჯახი ადასტურებს, სანდო წყაროსგან მოვიდა ამბავი, რომ მკვლელები არიან ლინჩენკო და დემიდოვი. მოვითხოვ დასჯას. უნდა გადმოსცენ საქართველოს ეს ორი პიროვნება და გაასამართლოს. მესამე პირი არ მინახავს. რაც ვნახე კადრებში თამაზი და ლევანი მივიდნენ, ნახეს ეკლესიის კარი აჭედილი იყო, შეაღეს, სანთელი დაანთეს, თითო ჭიქა დალიეს, მოდიოდნენ უკან. მოუწყვეს ჩასაფრება და ჩაცხრილეს. არავის უთქვამს გამაფრთხილებელი იყოო, არც იმ ვიდეოში ჩანს, რომ გამაფრთხილებელი გასროლა იყო,” – აცხადებს გივი გინტური.

ცნობისთვის, შემთხვევა 6 ნოემბერს მოხდა მაშინ, როდესაც თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი იმყოფებოდნენ ეკლესიაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როდესაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ, მათ საქართველოს მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად მოკლულია თამაზ გინტური და 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი უკანონოდ არის დაკავებული, რომელიც ამ დრომდე ცხვინალის იზოლატორში რჩება.

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
42
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
649
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
830
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
211
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
28
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
224
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
22
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
26
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
17
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
45
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».