„ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა 78-ე მუხლი კონსტიტუციაში, რომლითაც კიდევ უფრო განმტკიცდა ჩვენი ხალხის ისტორიული, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, რომ არა საჯარო სამსახურის და საჯარო მოხელეების დიდი შრომა და მონდომება. ამიტომ, მინდა, დღეს ყველაზე მეტად, სწორედ თქვენ გითხრათ მადლობა. არავის აქვს უფლება რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯები დაგაბრალოთ. ამას არ მივიღებთ და ამას არ დავუშვებთ. უკვე ყველასათვის ცხადია, რომ დემოკრატიული სისტემები, არჩევნები მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტად ხდება გარე ჩარევის სამიზნე. ბოლო კვლევებით, ევროკავშირის ათი მოქალაქიდან რვა თვლის, რომ უცხოური ზეგავლენა მისი ქვეყნისთვის პრობლემას წარმოადგენს. ევროკავშირი სპეციალური დირექტივით მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, შეიმუშაონ კანონმდებლობა გამჭვირვალობის შესახებ, შექმნან გამჭვირვალობის რეესტრები. ამ სფეროში კანონმდებლობა უკვე აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას, ასევე აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ისრაელსა და ავსტრალიას. კანონზე მუშაობს კანადაც. გარე ჩარევის საფრთხეები ერთიორად მაღალია საქართველოსთვის, რომელიც რთულ რეგიონში, გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენს ქვეყანასაც ესაჭიროება დაცვის მსგავსი მექანიზმები, როგორიც სხვა განვითარებულ დემოკრატიებს. მოქალაქეებს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, ვინ მონაწილეობს მისი ქვეყნის საჯარო პოლიტიკაში, ვინ ახდენს გავლენას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, ვინ არიან ეს აქტორები და ვისგან ფინანსდებიან ისინი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ე.წ. სუროგაციის საქმეზე ბრალდებულებს, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, შპს „ქინდერლი ჯორჯიას" დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....










