აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციით გამოდის, შინაურ ცხოველებს შორის სოციალური დისტანცირება იყოს უზრუნველყოფილი მათი გასეირნების დროს.
აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აღნიშნავენ, რომ გარეთ ყოფნისას შინაურ ცხოველებს შორის კონტაქტი შეზღუდული უნდა იყოს, ხოლო კატები ამ ეტაპზე უმჯობესია სახლში იმყოფებოდნენ. რაც შეეხება ძაღლების გასეირნებას, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარეთ ყოფნისას 2 მეტრის დისტანცია უნდა იყოს დაცული სხვა ცხოველებისა და ადამიანებისგან.
ასევე, კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს ურჩევენ, თუ შესაძლებელია, მოერიდონ შინაურ ცხოველებთან კონტაქტს. აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ცხოველებიდან ადამიანზე ინფექციის გადადების რისკი მცირეა.
„ამჟამად არ არის იმის მტკიცებულება, რომ ცხოველები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კორონავირუსით გამოწვეული ვირუსის გავრცელებაში“, – განაცხადეს უწყებაში.










