მომხდარ უბედურ უბედურ შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. იგი კლასელებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ის სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და ტბაში გადავარდა.
ცხედარს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. სწორედ ქობეთის მკვიდრია დაღუპული მოზარდიც.
ექსკურსიაზე ბავშვებს მშობლები და მასწავლებლები თან ახლდნენ.
“საშინელი ტრაგედია მოხდა ჩვენს რაიონში. ეს ბავშვი იყო სოფელ ქობეთის მკვიდრი ფ. კახაბერი. ექსკურსიაზე იყვნენ წასულები რაჭაში. როგორც ვიცი, მშობელიც თან ახლდა. ამ დროისთვის გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის პრიზექტურაშია გადასვენებული” – ამბობს Ambebi.ge-სთან საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამინე ფალავანდიშვილი.










