რუსეთის შემოჭრის დღიდან ამ დრომდე, კიევში 14 სამხედრო მოსამსახურე და ექვსი სამოქალაქო პირი გარდაიცვალა, დაიჭრა 71 ადამიანი, მათგან 25 სამოქალაქო პირი. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში კიევის მერი ვლადიმერ კლიჩკო აცხადებს. მისი განცხადებით, დაჭრილებს შორის სამი ბავშვია.
„დედაქალაქში არსებული ვითარება მძიმე და დაძაბულია, მტერმა ქალაქში შემოღწევა ვერ მოახერხა. თუმცა, კიევში მოქმედებენ დივერსიული ჯგუფები. სამხედროები, სამართალდაცავები და ტერიტორიული თავცვის წარმომადგენლები ახერხებენ დივერსანტების გამოვლენას და მათ განიარაღებას. დღეს იყო შეტაკება და სროლა“ – განაცხადა კიევის მერმა.
კლიჩკოს განცხადებით, რუსეთი ანადგურებს დედაქალაქის ინფრასტრუქტურას.