ქუთაისში დავით ჟორჟოლიანს “ქუთისის კოლორიტს” ემშვიდობებიან” :
იგი მოულოდნელად წავიდა ჩვენგან……წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდება…..
წავიდა კიდევ ერთი კოლორიტი ბერი თეოდორეს ქუჩიდან…დათო ჟორჟოლიანი,…,,მღვდელოვიჩი”, დიდთან დიდი და პატარასთან პატარა ,კაცთმოყვარე და ყველას გვერდში მდგომი, პირღიმილიანი და კარგი სალმის მთქმელი ,გულმართალი, სიტყვამართალი კაცური კაცი, მთელ უბანს რომ უყვარდა.
იცხოვრა როგორც კაცურმა კაცმა და დატოვა სუფთად განვლილი გზა და კაი კაცის სახელი.
უკან დარჩა მოსიყვარულე მეუღლე ,სოფო წერეთელი და ვაჟკაცი შვილი გიორგი,რომელიც მამის ტრადიციების გამგრძელებელი იქნება და არასოდეს შეარცხვენს მის სახელს.
რომ შევედი, სოფომ შემომტირა…
დათო რომ სახლში შემოვიდოდა ჩემთვის ცა იხსნებოდა….. ბედნიერი ვიყავიო…..
იმიტომ რომ სიყვარულში იცხოვრეს 36 წელი, მათ სიყვარულზე რომანი დაიწერებოდა….საუკეთესო წყვილი იყავით უბანში.ყველა სიყვარულით გიყურებდათ.
…….სოფ,უნდა აპატიო რომ მარტო დაგტოვა…..განა თვითონ უნდოდა……
დაგტოვა ცალუღელა ხარივით მაგრამ…..
შენ ამ მძიმე ჭაპანს მაინც გაწევ ,შენ ძლიერი უნდა გახდე,შენ გიორგი გვყავს და მისთვის უნდა გაძლიერდე, შენ ბევრი მოსიყვარულე. ბავშვი შემოგყურებს და შენს ცრემლიან
თვალებს ვერ აიტანენ…..
შენ ბევრი ტკბილი მოგონება დაგვიტოვა შე ნმა დათუჩამ და ამ მოგონებებით.უნდა იცხოვრო……
ცხოვრება გრძელდება…. შენთვის ცა ისევ გაიხსნება ჩემო სოფო,გიორგი და მისი შვილები გაგიხსნიან.
მშვიდობით ჩვენო დათო შენს ხსოვნას ვერ წაშლის საფლავის ქვა.იგი მუდამ ჩვენს გულებში დარჩება. – წერს სამძიმრის პოსტში ახლობელი.
დათო ეს რა ჩუმად გაგვიფრინდი მუდამ შენი სიჩუმით და ღირსებით გვილამაზებდი შენი არსებობით დიდსა და პატარას ყოფას, გაფრინდი და შენი ულამაზესი ოჯახი დატოვე უსაშველო ტკივილით . მუდამ ჩვენს გულში ხარ და იქნები ჩემო დათუჩია.
ვუსამძიმრებ ოჯახს და ბერი თევდორეს ქუჩის მაცხოვრებლებს დათოს გარდაცვალებას. ნათელი საუფლო დაუმკვიდროს უფალმა კარგი ქართველის სულს. ოჯახს კი გამძლეობა