თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, გარდაიცვალა მემანქანე, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა 1966 წელს, თბილისის მეტროს გახსნის დღეს.
მათივე განცხადებით, ანდრო ხიხაძემ თბილისის მეტროში მუშაობა 1965 წლიდან მემანქანე-ინსტრუქტორად დაიწყო, შემდგომ იყო დეპოს უფროსი და მოძრავი შემადგენლობის სამსახურის უფროსი.
“1993 წელს საკუთარი განცხადებით გავიდა პენსიაზე. 2009 წლიდან კი კვლავ დაბრუნდა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში’’ როგორც მოძრაობის უსაფრთხოების ზედამხედველი და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა მეტროს მოძრავი შემადგენლობის უსაფრთოებას”, – წერს სატრანსპორტი კომპანია.
ამბროსი ხიხაძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.










