რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ჭიათურის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი ქეთევან შარიქაძე.
ჭიათურის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ჭიათურის საპატიო მოქალაქის, ღირსების ორდენის კავალრის, უბრალოდ ძალიან კარგი და ყველასათვის საყვარელი ადამიანის, თეატრის მსახიობის ქალბატონ ქეთევან შარიქაძის გარდაცვალების გამო.
ბევრმა არ იცის, რომ ქართული მხატვრული ფილმის „ყვარყვარე,“ ერთ-ერთ გმირის, კაკუტას მეუღლე ლირსას, ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ქეთევან შარიქაძე ასრულებდა, რომელიც დღემდე, ჭიათურის თეატრის მოქმედი მსახიობი იყო.










