გარდაიცვალა გოგი ქავთარაძე ეპოქაც გაიყოლა,- ამის შესახებ ტელეწამყვანი, მსახიობი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„გარდაიცვალა გოგი ქავთარაძე ეპოქაც გაიყოლა…
ნამდვილი ადამიანი! ნამდვილი კაცი და გენიალური არტისტი! რეჟისორი!
ჩემი პედაგოგი თეატრალურ უნივერსიტეტში..
ბევრი კარგი როლიც გვათამაშა და ერთადაც გვითამაშია სცენაზე! ბევრი რამ გვასწავლა! ნამდვილი პროფესიონალი! წელს მისი ვარსკვლავის გახსნა უნდა ყოფილიყო! პანდემიის გამო ვერ მოხერხდა.. ვტირით მთელი თქვენი სტუდენტები ბატონო გოგი, ისე გვიყვარდი, ვერასდროს ვიფიქრებდით რომ ერთ დღეს აღარ გვეყოლებოდი