LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორი ეპიდვითარებაა საქართველოში

განსაკუთრებით, ერთი ბაბუა ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში, თანაც ძალიან მტკივნეულად…-  “კოვიდთან მებრძოლები”

დაპოსტა 2021/09/24-ში
A A
193
ნახვა
გაზიარება

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს რეალურ ისტორიებს რუბრიკით, “კოვიდთან მებრძოლები” . ავტორთა  მონათხრობი – ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს.

ამჯერად საკუთარ ამბავს ექიმი ხატია ხატიაშვილი ყვება.

“პანდემიამ თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება… ჩემს ამჟამინდელ ყოფას რეჟიმსაც ვერ დავარქმევ, ეს უფრო საავადმყოფოს ყოველდღიურობაა, რომლის გრაფიკსაც, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტების რაოდენობა და სიმძიმე განსაზღვრავს.

რთულია სპეციალური კოვიდეკიპირებით ცხოვრება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჟანგბადი არ გყოფნის და ერთი სული გაქვს გარეთ გაიქცე და სუფთა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქო…

თუმცა, აცნობიერებ, იცი, რომ ამის მორალური უფლება არ გაქვს… საავადმყოფოში იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ პაციენტს ვჭირდებით…

კარგად მაქვს გააზრებული ჩემი პროფესიის სპეციფიკა და ისიც, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე ყოფნა განსხვავებულ მორალურ ვალდებულებებთანაა დაკავშირებული…

როგორც წესი, როდესაც ამ პროფესიას ირჩევ, მაშინ ზნეობრივი არჩევანიც უკვე გაკეთებული გაქვს და, შესაბამისად, რამდენადაც შესაძლებელია, მენტალურადაც მზად ხარ…

ყველაზე რთული პერიოდი იყო მაშინ, როდესაც ჩემი კოლეგები დაინფიცირდნენ, ეს სულ ცოტა ხნის წინ მოხდა… ვიცოდით, პაციენტებს ვჭირდებოდით, ვჭირდებოდით ერთმანეთს, მაგრამ პანდემიამ არ იცის ადამიანების განსხვავება, არც – დანდობა.

მეც მომიხდა მასთან შეჭიდება, ძალიან მძიმე იყო, რადგან ჩემს საქმეს ვეღარ ვაკეთებდი.

მინდა, ამ პლატფორმის მეშვეობით, ყველას ვუთხრა – ის, რასაც ტელევიზიით უსმენთ, სოციალურ ქსელებში კითხულობთ, ის, რაც საავადმყოფოებში ხდება, არაა უბრალოდ სტატისტიკა.

ესაა საყვარელი და ახლობელი ადამიანების რეალური ტრაგედიების ამსახველი ისტორიები, სამწუხარო ფაქტები იმ ადამიანების ცხოვრებიდან, რომლებიც კარგავენ საყრდენს, იმედს… ეს სიტყვებიც, თითქოს, გაცვდა, რასაც ძალიან განვიცდი…

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტიმული და მოტივაცია, ჩემი პაციენტებია – მადლიერი ადამიანები. “მადლობა, გადამარჩინე…”- ეს ორი სიტყვა დიდი ძალაა, ყველაფერია, რაც გზის გაგრძელებაში მეხმარება.

ბევრ პაციენტთან ჩამომიყალიბდა თბილი ურთიერთობა და მათ მდგომარეობას ისე აღვიქვამ, როგორც საკუთარი ოჯახის წევრების ამბავს.

არ ვიცი, ალბათ, ასეთი დამოკიდებულება ახალგაზრდობის ბრალია…

განსაკუთრებით, ერთი ბაბუა ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში, თანაც ძალიან მტკივნეულად…

როდესაც საავადმყოფოში მოიყვანეს, სტაბილური მდგომარეობა ჰქონდა, თუმცა მეშვიდე დღეს სუნთქვის უკმარისობა დაეწყო, ამიტომ, ჩემი განყოფილებიდან, რეანიმაციაში გადაიყვანეს.

ისე დამაკლდა, რომ იქაც ვნახულობდი. ყოველი შეხვედრისას, თავის ხელს რუდუნებით ხელზე მადებდა და მპირდებოდა რომ მოერეოდა, კარგად გახდებოდა და ჩემთან დაბრუნდებოდა, თუმცა დავმარცხდით…

ასეთ ვითარებასთან შეგუება და უდრტვინველად ცხოვრება დანაშაულია, ამიტომ, მინდა, რომ ხალხს ჰქონდეს პროტესტის გრძნობა. პროტესტი ის ძალაა, რომელიც პანდემიასაც მოერევა…

ამ პროტესტის გადმოსაცემად არ არის საჭირო განსაკუთრებული გმირობა და ძალისხმევა. უბრალოდ, აიცერით! ერთად გავუმკლავდეთ ამ დაავადებას!”, – ყვება ხატია ხატიაშვილი.

გაზიარება77

დაკავშირებული -პოსტები

,,ქუთაისში ქვეითს ზებრაზე ავტომობილმა დაარტყა, გოგონა დაიღუპა” 

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

დღეს ქუთაისში გუგუნავაზე ქვეითს ზებრაზე ავტომობილმა დაარტყა. გოგონა როგორც ეხლა გავიგე დაიღუპა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეგი კაკაბაძე წერს. ,,დღეს ზუსტად იმავე ზებრაზე ლამის გადაგვიარეს ავტომობილებმა რაფაელოდან გამოსულებს. ისე...

დაწვრილებითDetails

“რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას: „მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მთავარი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 7 ოქტომბრისათვის

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

მოკლულია ერთი მოსწავლე, შვიდი კი დაშავდა – თავდასხმა სტამბოლის სკოლაში

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
მოკლულია ერთი მოსწავლე, შვიდი კი დაშავდა – თავდასხმა სტამბოლის სკოლაში
მთავარი

სტამბოლის ბაშაქშეჰირის რაიონში მდებარე სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა და 7 დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2011 წელს დაბადებული მოსწავლე გოგონაა, რომელიც სტამბოლის ქიუჩიუქჩექმეჯეს რაიონის სკოლაში სწავლობს. სტამბოლის...

დაწვრილებითDetails

ცუდად ვარ, დახმარება მჭირდება – რას ყვება პატიმარი ციხიდან

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ციხის თანამშრომლებიც პირბადეებით დადიან – რა ხდება ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
მთავარი

გეგუთის ციხის დირექტორი და მისი წარმომადგენელი შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მთხოვდნენ თანამშრომლობას, პატიმრების შიდა ამბების ენის მიტანას. უარის შემდეგ გახდნენ აგრესიულები. მოვიდეს ლევან იოსელიანი და პირადად გავაცნობ, რა ხდება, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მშობელს, რომელმაც, არასრულწლოვანი შვილის შეურაცხყოფისთვის, კაცი დაჭრა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ა.ჩ.-ის (მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის 113 ა) ხორცპროდუქტების საწარმო და, გამოვლენილი დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერეს. "ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თითქოსდა, კრიპტოვალუტით ვაჭრობის და შესაბამისი მოგების მიღების მიზნით, მოქალაქეებს...

დაწვრილებითDetails

“უკეთესია, გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიურად წარმოებისთვის იყენებს. პაპუაშვილი საპარლამენტო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"