25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო გრეგორიანული კალენდრით ქრისტეს შობას აღნიშნავს. ყველაზე მასშტაბურად ეს დღე ბეთლემში აღინიშნება, სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტე იშვა. კათოლიკურ შობა იზეიმეს საქართველოშიც და ქუთაისშიც ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვის სამრევლოში. საშობაო მესას ქალაქში მცხოვრები კათოლიკები და მართმადიდებლები დაესწრნენ. მოგვიანებით კი მსვლელობა მოეწყო .