ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, იოანე გორელიშვილი მრევლს წირვის დროს ტაძრის ეზოში დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს, რადგან ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. ვიდეო მიმართვა ბათუმის და ლაზეთის ეპარქის გვერდზე გავრცელდა.
„ეკლესია ითავლისწინებს საგანგებო მდგომარეობას, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული და ამასთან დაკავშირებით მრევლს გაქვთ გაფრთხილება წინასწარ, რომ ჩაიცვათ თბილად, იმიტომ რომ ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.
ტაძარში აღევლინება წირვა და გარეთ არის დამონტაჟებული გახმოვანება და თქვენ ერთმანეთთან დისტანციის დაცვით იქნებით ეზოში და ისე მოისმენთ ღვთისმსახურებას. წირვის დასრულების დროს გამოვალთ კარებში და ისე გაზიარებთ“, – განაცხადა იოანე გორელიშვილმა.
- საკვირაო წირვა ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდია ჯაღმაიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, საკვირაო წირვა ახალი რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება და ეს რეკომენდაციია მრევლს შორის დისტანციის დაცვა.