“სტიქიამ დაიზიანა საცხოვრებელი სახლი. მთავრობამ მოიყვანა კომპანია და დაიწყეს გაკეთება. გადახადეს სახურავი და ახლა წვიმს გადაუღებლად, დაიტბორა მთელი სახლი, გამიფუჭდა ყველაფერი. ძალიან უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ. მერიას დავუკავშირდი და მითხრეს ჩავაყენებთო გამგებელს საქმის ყურშიო. სახლი არის სახურავის გარეშე ან ცელოფანი ან ბრიზენტი მაინც გადაეფარებინათ .ძალიან დაუდევრად არიან მოქცეულნი. ვაპირებ რომ კომპანია, რომელიც აკეთებს სამუშაოებს ჩემს სახლზე სასამართლოში ვუჩივლო. გამინადგურეს სახლი” – ამბობს რამაზ სიხარულიძე.
ჯარიმა 2000-დან 5000 ლარამდეა – გაფრთხილება მოსახლეობას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. "აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები...