უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები 100 დღეა თავიანთ ქვეყანას რუსული აგრესიისგან იცავენ და რომ „გამარჯვება ჩვენი იქნება“
„ჩვენ შევაჩერეთ „მსოფლიოს მეორე არმია“, გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი და ვაგრძელებთ ოკუპანტებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას. მადლობელი ვარ ყველასი, ვისი წყალობითაც უკრაინა 100 დღეა უძლებს და აგრძელებს იმის დაცვას, რაც მას ეკუთვნის. გამარჯვება ჩვენი იქნება!“- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.