კიევის ოლქის გათავისუფლებულ ქალაქ გოსტომელში ეროვნულმა გვარდიელებმა მტრის საბრძოლო მასალის დიდი მარაგი აღმოაჩინეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გოსტომელში ნაპოვნი იქნა შემდეგი საბრძოლო მასალა: საბრძოლო მასალა ტანკისთვის – 90 ყუთი (180 ერთეული), ვაზნები – 430 ერთეული, ასევე, RPG-სთვის ტყვიები – 46 ერთეული.
ვაზნების მარაგი აღმოჩენილია სხვა გათავისუფლებულ ქალაქებშიც – ირპენში, ბუჩაში, მაკაროვში – დაახლოებით 170 ერთეული.










