ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა, რომელსაც გავრცელების მაღალი სიჩქარე ახასიათებს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ნგუენ ტჰან ლონგმა განაცხადა, ვირუსს მაღალი გადამდებობა და მოკლე ინფექციური ციკლი ახასიათებს.
„ახლად გამოვლენილ პაციენტებზე გენების თანმიმდევრობის გაშვების შემდეგ, ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი ვარიანტი, რომელიც არის ინდოეთისა და გაერთიანებული სამეფოს ნაზავი”, – თქვა მან.
მისივე თქმით, თუ ამ შტამის გავრცელება სწრაფად მოხდება, შეიძლება მსოფლიო რუკაზეც მოინიშნოს.
„ახალი ვარიანტის ლაბორატორიულმა კვლევებმა, რომელიც ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე ადრე ცნობილი ტიპები, ახსნა ის ფაქტი, თუ რატომ მოხდა ამდენი ახალი შემთხვევა სხვადასხვა ადგილას მოკლე პერიოდში“,- თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
უახლოეს დღეებში ვიეტნამი შტამის შესახებ არსებულ ინფორმაციას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გადასცემს.










