გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოსთხოვა რუსეთს, მოხსნას შავი ზღვის პორტების ბლოკადა და უზრუნველყოს საკვებისა და სასუქის ნაკადის მთელს მსოფლიოში გადინება. ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.
ბლინკენის თქმით, რუსეთის მთავრობის ქმედებების გამო, 20 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული გამოუყენებელი რჩება.
“მილიონობით უკრაინელისა და მილიონობით სხვების საკვების მარაგი მთელს მსოფლიოში, ფაქტობრივად რუსული სამხედროების მიერ დატყვევებულია.
რუსეთის მთავრობის ქმედებების შედეგად, დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული გამოუყენებელი რჩება.
როდესაც გლობალური საკვების მარაგი მცირდება, ფასები იზრდება, რაც მთელს მსოფლიოში სასურსათო დაუცველობას იწვევს”, – განაცხადა ბლინკენმა.