LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გაერომ საქართველოში ლტოლვილთა მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გაერომ საქართველოში ლტოლვილთა მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

დაპოსტა 2022/06/09-ში
A A
77
ნახვა
გაზიარება

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების მიერ (სულ 61 ) ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სახელმწიფომ.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.

“აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

გასული სამი წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში.

შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 61 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს”, – აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციაში.

ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, ლიეტუვამ ბალტიური და ნორდიკული ქვეყნების სახელით (მიუერთდნენ ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა, სლოვაკეთი, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კანადამ CANZ-ის სახელით (კანადა

ავსტრალიისა და ახალი ზელანდია), იაპონიამ, იტალიამ, აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ, წმინდა საყდარმა და გაერო-ს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

“ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერად არა მარტო შეძლო და შეინარჩუნა, არამედ მკვეთრად გაზარდა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს”,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

2022 წლის 8 ივნისი რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ვანუატუ, თურქეთი, იაპონია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კანადა, კირიბატი, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უნგრეთი, უკრაინა, ფინეთი, ხორვატია, შვედეთი, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჯიბუტი.

გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა – მოზარდი ადგილზევე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა - მოზარდი ადგილზევე დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Aktual. ge ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული ფონიჭალის მკვიდრი, თაფდიგ ყაჰრამანოვია.

დაწვრილებითDetails

სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია - 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა. როგორც...

დაწვრილებითDetails

“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა
მთავარი

"ტვ პირველი" მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინი "სქროლვა-სქრინვის" გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, რამდენიმე საათს წინ გამოაცხადეს. სხდომა, რომელზეც საჩივარს განიხილავდნენ, მოპასუხე მხარის გარეშე ჩასტარეს. "ტვ პირველის" არც ერთი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა -...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს
მთავარი

აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აქტიურ კონტროლს აგრძელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს....

დაწვრილებითDetails

ყაზბეგის” საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
საქართველოდან ივლის-სექტემბერში 14 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა
მთავარი

"ყაზბეგის" საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია და საბაჟოს ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობას საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში გააგრძელებს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქმე ის არის, რომ...

დაწვრილებითDetails

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებულ სიას აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“
მთავარი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებული სია გამოაქვეყნა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2026 წლის 30 ივლისის მდგომარეობით აღრიცხულია ელიტური კორუფციის 340 სავარაუდო შემთხვევა, სადაც “ქართული ოცნების“ 283-ზე მეტი მოქმედი...

დაწვრილებითDetails

დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. ამ შინაარსის შეტყობინებები უწყებამ მოსახლეობას დაუგზავნა. მათი შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ პროტოკოლის...

დაწვრილებითDetails

მატარებელის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა „ბათუმელები“

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ...

დაწვრილებითDetails

რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა ჩამოგაკლდებათ

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
რატომ შეიძლება დაჯარიმდეთ 3 000 ლარით
მთავარი

საქართველოში მძღოლს მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად 100 ქულა ენიჭება. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ქულები აკლდება და კონკრეტულ დარღვევაზე დასაკლებ ქულათა რაოდენობა დარღვევის სიმძიმის მიხედვით განსხვავებულია. ამასთან, მას შემდეგ, რაც მართვის...

დაწვრილებითDetails

ამინდი უარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"