,,ძვირფასო მეგობრებო! <3 <3
დიდი სიხარულით მინდა გაუწყოთ, რომ თქვენი გულისხმიერებით, თანადგომით უკრაინელ ქალბატონებს, მათ პატარებს, ბებოს უკვე აქვთ 10 სექტემბერს პოლონეთში გადასაფრენი ბილეთი
(მადლობა ავიაკომპანიას შეღავათისთვის),
სადაც მათ დახვდებიან მოხალისეები და გადაიყვანენ უკრაინაში, ხარკოვში
(მართალია, ეს, ალბათ, ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მათი არჩევანია).
ბილეთის საფასური შედარებით მეტი იქნა გადასახდელი, მაგრამ საბედნიეროდ, თქვენი თანადგომით, ანგარიშზე საკმარისი თანხა უკვე ჰქონდათ.
ყველა თქვენთაგანის წინაშე მოწიწებით ვიხრი ქედს და უფალს ვთხოვ, გიმრავლოთ კეთილი საქმეები და სიკეთით მოგვრილი სიხარული.
ვასრულებ ოჯახის თხოვნას და გადმოგცემთ მათ მხურვალე მადლობებს, გულითად მოპატიჟებას მშვიდობიან უკრაინაში.
სიკეთეს დიდი ძალა აქვს.
მშვიდობა უკრაინას და ჩვენ ყველას!!
<3 <3 <3
????”-წერს სოციალურ ქსელში ემა კამკია.









