გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია.
საგამოძიებო სამსახურის შენობის წინ კი, სადაც სამართალმდაცველებს ძალადობაში ბრალდებული სოსო სირაბიძე ჰყავთ, მისი დაჯგუფების წევრები იმყოფებიან.
პრორუსული „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ახლა ირწმუნებიან, რომ დაპირისპირების პროვოცირება გიორგი კირთაძემ გამოწივია, ხოლო მათმა თანაგუნდელმა კვერცხებით გასცა ოპოზიციონერს პასუხი.
„ის არის ჩვენი აქტივისტი, სადაც ჩვენ ვიყავით ღირსების დასაცავად, ყველგან ეს ადამიანი იყო. როცა დაინახა, რომ ის (კირთაძე) აგრესიულად იქცეოდა და ორგანიზაციას მოიხსენიებდა პრორუსებად და მოღალატეებად, თვითონ გადაწყვეტა რომ კვერცხების გამოყენებით პასუხი გაეცა ამ უმსგავსობაზე“. – ამბობს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი.










