“უმძიმესი შედეგების მომტანია ტყვია ორგანიზმისთვის. გადაყარეთ, მოსპეთ, მოაცილეთ სახლებიდან ეს კოშმარი.” – წერს ფეიბუკზე ამერიკაში მცხოვრები ქართველი, რომლის შევილსაც ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა:
“ელენეს აღმოაჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში, მოვიდნენ სახლში, შეამოწმეს ყველაფერი და ყველგან იყო ნეგატიური პასუხი. ეხლა დამირეკეს და აი ამ სუნელებში, რომელსაც საქართველოდან ვეზიდებით აღმოჩნდა ტყვიის უმაღლესი მაჩვენებელი. ასევე აჯიკაში და ტყემლის საწებელში. უმძიმესი შედეგების მომტანია ტყვია ორგანიზმისთვის. გადაყარეთ, მოსპეთ, მოაცილეთ სახლებიდან ეს კოშმარი. არანაირი მნიშვნელობა არა აქვთ სად იყიდეთ, სოფელში თუ მაღაზიაში, ახლობლისგან თუ ბაზარში, ყველგან კატასტროფული მდგომარეობაა.” – წერს შორენა ნაროუშვილი ფეიბუკზე.
სუნელები, სათამაშოები, საღებავები – ყველაზე საყურადღებო ტყვიის წყაროები