ტრაგედია თბილისში – რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მერვე კლასის მოსწავლე, ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა.
ირკვევა, რომ შაბათს, 25 იანვარს, მუსიკის გაკვეთილიდან გამოსული 16 წლის იოსებ ადეიშვილი პარკში მეგობრებთან ერთად დასვენებად შევიდა და შემთხვევით, ღია თხრილში ჩავარდა. მოზარდის გადარჩენას რამდენიმე წუთის განმავლობაში მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს.
თვითმხილველების თქმით, 30 წუთის განმავლობაში ადგილზე, ვერც პოლიცია და ვერც სასწრაფო დახმარების ჯგუფი ვერ მივიდა.
წყარო: ტვ პირველი