“რამდენიმე ტელევიზია, ე.წ. პარტიული ტელევიზია, ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩანს ზოგისთვის არ არის სასიამოვნო იმაზე საუბარი, რომ ეკონომიკის აღდგენა მიმდინარეობს და როგორც ჩანს, ამით გნებავთ რომ აქცენტი გადაიტანოთ პიროვნებაზე. გასაგებია, რომ ეს აქეთკენ მიმართული ნაბიჯია, მაგრამ არაფერს გამოიღებს.
გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში. მაინტერესებს, მზად ხართ თუ არა რომ საჯაროდ ბოდიში მომიხადოთ თქვენი კოლეგების თანდასწრებით? ” , – განაცხადა ნათია თურნავამ.










