ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მედიკოსი “ფეისბუქის” პირად გვერდზე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:
“ოქტომბერში მისია შეასრულა ქართველმა ერმა და კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი 10000 -ს გადააცილა!
ნახეთ ვაქცინაციის მაჩვენებლები, ჩვენთან, ესპანეთში, იტალიაში, დანიაში, საფრანგეთსა და ისრეალში. შემდეგ გადადით შემდეგ გრაფიკებზე და აღმოაჩენთ სხვაობას ავადობასა და სიკვდილობაში.
გაიღვიძე ერო, შუქი აანთე!
გარეთ 21-ე საუკუნეა და ნუ ისხდებით გამოქვაბულში.
უშველეთ და გადაარჩინეთ საკუთარი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების სიცოცხლე!
აიცერი და იცოცხლე! ვაქცინაცია გვიცავს.
P.S . დედამიწის მოსახლეობის 49.4% ვაქცინირებულია მინინუმ ერთი დოზით!
ადმინისტრირებულია 7 მილიარდ დოზაზე მეტი. ქართველობას არ წაგართმევენ, არც გამრავლების უნარს, ისევე, როგორც არ წაურთმევიათ სხვა ერებისთვის”, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.
კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა ნახეთ ბმულზე.
ნახეთ, რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში.