“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია მისთვის წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ახალ სისხლის სამართლის საქმეებს ამზადებს, რადგან “ქართული ოცნება” პრეზიდენტ ზურაბიშვილს აღარ ენდობა.
“გაგანდობთ ერთ ინფორმაციას სანდო წყაროდან მოპოვებულს. სალომე ზურაბიშვილს იმდენად აღარ ენდობიან, რომ პროკურატურაში ტოპ რამდენიმე პროკურორს დაავალეს სასწრაფოდ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგის მომზადება.
იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს და ეს შეიძლება გააკეთოს 5 წუთში, იმ საქმეებზე, რაზეც განაჩენი დგას, ამ ადამიანებს, ანუ “ქართულ ოცნებას” ჰქონდეს სათადარიგო რაღაც”, – განაცხადა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში.