ახალგაზრდული მოძრაობა “გაბედეს” წევრმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
გაგი ახალაძე სასამათლომ 11 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრის წინ, ეგრედ წოდებული ბიძინას სათამაშოების ბუჩქებზე განთავსების გამო 1000 ლარით დააჯარიმა.
ჯარიმა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით დაწერა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში ბუჩქებსა და ხე-ნარგავებზე პლაკატებისა და სათამაშოების თვითნებურად განთავსების აკრძალვას გულისხმობს.