ბუჩაში რუსმა დამპყრობლებმა მოკლეს ყოფილი სახალხო დეპუტატი ალექსანდრე რჟავსკი, რომელიც არ მალავდა თავის პრორუსულ შეხედულებებს და საუბრობდა რუსების ჰუმანურობაზე. ალექსანდრ რჟავსკისაკუთარ სახლში მოკლეს, – აზუსტებს ბრატჩუკი.
რჟავსკი მე-3 მოწვევის სახალხო დეპუტატი იყო.
2018 წლის აპრილიდან იგი ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ პარტიას “სრულიად უკრაინული პოლიტიკური ასოციაცია “ერთიანი სამშობლო”.
14 თებერვალს ფეისბუქის ერთ-ერთ ბოლო პოსტში რჟავსკიმ უარყო რუსული ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის შემთხვევაში სისასტიკის შესაძლებლობა.
„რატომ არ მოიქცა რუსეთის ფედერაცია ფაშისტებივით ანექსირებულ ყირიმში? თუ სურთ, რომ ჯერ მთელი უკრაინა მთლიანად დაიპყრონ და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნონ ყველა ბანაკებში? რატომ დატოვა ხალხის უმნიშვნელო რაოდენობამ ოკუპირებული ყირიმი?” – წერდა რჟავსკი და იქვე დასძენდა:
„მე უკრაინელი ვარ და ყველა შემთხვევაში ჩემს ქვეყანაში ვრჩები, აქ არის ჩემი მიწა, ჩემი ოჯახი, ჩემი წინაპრები აქ არიან დაკრძალულები. და თუ დამპყრობლები ჩაგვრას დაიწყებენ, მე მათ შევებრძოლები”