LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბუჩამდე იყო აფხაზეთი – ქუთაისში ექსპოზიცია მოეწყობა

ბუჩამდე იყო აფხაზეთი – ქუთაისში ექსპოზიცია მოეწყობა

დაპოსტა 2022/07/07-ში
A A
125
ნახვა
გაზიარება

ბუჩანდე იყო აფხაზეთი – ქუთაისი ექსპოზიციას უმასპინძლებს.

ექსპოზიცია 10 ივლისს, 20:00 საათზე ქუთაისში, კლუბ BUDE-ში გაიხსნება (გუგუნავას ქუჩა N1). ვიზიტორები ინდივიდუალურად, პოლიტიკური გაზვიადებისა და ინტერპრეტაციების გარეშე განიცდიან რუსეთის მიერ ჩადენილ შემზარავ სისასტიკეს, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და რაც ასიათასობით დევნილმა გამოიარა.

თავისუფლების ინსტიტუტმა, ტაბულამ, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ, ევროპულმა საქართველომ და აფხაზთა კრებამ რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანია დაიწყო.

 

კამპანია თბილისში, კლუბ KHIDI-ში 24 მაისს ქართველების გენოციდის ინტერაქტიული ექსპოზიციით – ბუჩამდე იყო აფხაზეთი, – გაიხსნა.

 

 

,,ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ყველა საზოგადოებაში ამ საზოგადოების წარსული საუბრობს. იმისათვის, რომ აწმყოსა და მომავალზე, მტერსა და მოყვარეზე, კეთილსა და ბოროტზე სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, წარსული უნდა გავიაზროთ და გვახსოვდეს.

რუსეთის მიერ ბუჩაში, მარიუპოლში, ირპენში, გოსტომელსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულები გენოციდად შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და არაერთი სხვა მსოფლიო ლიდერის მიერ. ესტონეთმა, ლატვიამ და კანადამ უკრაინელების გენოციდი ოფიციალურად აღიარეს.

“ტყვეობის პირველივე დღიდან დაიწყო ახალგაზრდა ქალების და ბავშვების (მოზარდი გოგონების) ნამუსის ახდა, რასაც, რა თქმა უნდა, ახლდა დიდი წინააღმდეგობა და წივილ-კივილი, მათი მხრიდან კონდახებით ცემა-ტყეპა….”

 

“დღეს სოფელში 130 მოკლეს, ზოგი ქუჩაში და ზედ ტანკი გადაატარეს, ზოგი საკუთარ სახლში, ზოგი ტყვიით, ზოგი საკუთარ სახლთან ერთად დაწვეს, სახლში ჩაწვეს ავადმყოფი, ლოგინში მწოლიარე დედა და მისი ერთადერთი ქალიშვილი, რომელმაც მოხუცი დედა არ მიატოვა. ხალხის თვალწინ დახვრიტეს რამდენიმე მამაკაცი. ყუმბარის ნამსხვრევით დაიღუპა ბებია და მისი ხუთი წლის შვილიშვილი, ბავშვის ცხედარი საქათმეში შეასვენეს, ღორებს რომ არ შეეჭამათ“…

 

“ბავშვებს ხელები და ფეხები გადაუმტვრიეს, სარებზე დასვეს, ერთ ბავშვს ტანკით გადაუარეს. სტადიონზე გაუპატიურებული ქალები ცოცხლად დაწვეს. ბავშვი გაატყავეს, ხორცზე წააწერეს”…

 

ასეთი შემზარავი ისტორიები მრავლად იხილა და მოისმინა ქართულმა აუდიტორიამ და მსოფლიომ უკრაინელებისგან, მაგრამ ეს კონკრეტული ისტორიები არ არის უკრაინული – ქართულია.

 

ბევრს ავიწყდება, ბევრმა არც კი იცის, რომ ბუჩამდე და მარიუპოლამდე გაგრა და ოჩამჩირე იყო – გატყავებულ ახალდაბელ ბავშვს, რომელზეც თვითმხილველი რუსი ჟურნალისტი ყვება, ხორცზე ეწერა, რომ “ქართული ძაღლი იყიდება კუპონზე“.

 

მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობა საბჭოთა კავშირზე გამარჯვებას, “ისტორიის დასასრულს“ ზეიმობდა და ბოროტების იმპერიის კუდის მოქნევაზე ადეკვატური პასუხის გასაცემად მზად არ იყო.

 

მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის საზარელი მასშტაბი არც ჩვენს საზოგადოებას აქვს გაცნობიერებული.

 

თუკი ევროპელი ბავშვი სკოლიდან ერთხელ მაინც ხვდება ჰოლოკოსტის მუზეუმში და ნაციზმის ბოროტებას ღრმა ბავშვობიდან იაზრებს, ქართველ ბავშვებს ბოროტების იმპერიის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე საკმარისად არ ვესაუბრებით, ამით – მტერს სტრატეგიულ ბუნდოვანებას ვუქმნით, სადაც შეუძლია მისი როლი უარყოს.

 

იმისათვის, რომ ქართულმა დემოკრატიამ მტერზე გაიმარჯვოს, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა იცოდნენ, ვინ არის მტერი, რა დაგვიშავა და რას გვიშავებს, რატომ და როგორ ვებრძვით მას. იმიტომ, რომ დემოკრატიის წარმატება ინფორმირებულ მოქალაქეებზე დგას, რომელთაც იოლად ვერ მოატყუებ.

 

ჩვენ მყარად გვჯერა, რომ რუსეთის მიერ ქართველების გენოციდის შესახებ მუდმივმოქმედი ექსპოზიცია ოკუპაციის მუზეუმში უნდა იყოს და საშუალო სკოლის პროგრამის ნაწილი გახდეს მისი მონახულება, მაგრამ ამას მხოლოდ რუსეთის ვასალი რეჟიმის დამარცხების შემდეგ შევძლებთ.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ექსპოზიციის დათვალიერების შესაძლებლობა გექნებათ: 10 ივლისი – 20:00 – 23:30 ; 11 ივლისი – 12:00 – 18:00 საათებში

თავისუფლების ინსტიტუტმა, ტაბულამ, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ, ევროპულმა საქართველომ და აფხაზთა კრებამ რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანია დაიწყო.

კამპანია თბილისში, კლუბ KHIDI-ში 24 მაისს ქართველების გენოციდის ინტერაქტიული ექსპოზიციით – ბუჩამდე იყო აფხაზეთი, – გაიხსნა.

რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანია თავისუფლების ინსტიტუტმა, ტაბულამ, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ, ევროპულმა საქართველომ და აფხაზთა კრებამდაიწყო.

გაზიარება50

დაკავშირებული -პოსტები

აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ, სათანადო რეაგირება – ირაკლი კობახიძე გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას ექნება სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.   პრემიერის განცხადებით, სამართალდამცავების ქმედებები, რაც კადრებში ჩანს „აბსოლუტურად მიუღებელია“.   „მე...

დაწვრილებითDetails

მამაკაცი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს ბრალდება 353-ე მუხლით წარედგინა, რაც პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი შეიცვალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6716 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6732 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა და ქარი, ტემპერატურის მკვეთრი კლება – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში არამდგრადი ამინდები გრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია როგორც ძლიერი წვიმა და ქარი, ისე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს,...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება,...

დაწვრილებითDetails

ახალციხეში, მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ახალციხეში მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა. ის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, ქალი პირველი სართულის მიშენების სახურავზე დავარდა.

დაწვრილებითDetails

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა. ინფორმაციას "მთავარი" ადგილობრივზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
მთავარი

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა. გოგონა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი საჯარო სკოლის მეექვსე კლასელია. ის შემთხვევის დროს პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა,...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს მოქალაქე, რომელიც მეგობართან ერთად პოლიციელებმა სცემეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რას ამბობს მოქალაქე, რომელიც მეგობართან ერთად პოლიციელებმა სცემეს
მთავარი

პოლიციელების მიერ ნაცემი ერთ-ერთი მოქალაქე ლასა აბისონაშვილი ამბობს, რომ ცემაში ყველა პოლიციელი მონაწილეობდა.  მისი განცხადებით, უფრო სასტიკად ნაცემია მისი მეგობარი, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია და სამსახურიდან შინ ფეხით მიდიოდა შესვენების...

დაწვრილებითDetails

გიორგი მამარდაშვილი დააჯარიმეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მამარდაშვილი ლალიგის მარტის საუკეთესო 23-წლამდე ფეხბურთელობის კანდიდატია
მთავარი

საქართველოს ნაკრებისა და “ლივერპულის” მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ავტომობილის მართვის დროს მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის 440 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. 27 იანვარს, 15:45-ზე პოლიციამ ის მაშინ დააფიქსირა, როცა საკუთარი ავტომობილით, Audi-თ უორინგტონთან ახლოს,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"