LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ბუჩამდე იყო აფხაზეთი”-საქართველოში გენოციდის აღიარების კამპანია დაიწყო

,,ბუჩამდე იყო აფხაზეთი”-საქართველოში გენოციდის აღიარების კამპანია დაიწყო

დაპოსტა 2022/05/21-ში
A A
227
ნახვა
გაზიარება

ბუჩამდე იყო აფხაზეთი” – ამ სლოგანით “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების ინსტიტუტი”, “ტაბულა”, “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება” და “აფხაზთა კრება” რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანიას იწყებენ.

კამპანიის ფარგლებში ორგანიზატორებმა “ვახუშტის ხიდთან” გადმოფინეს ბანერი წარწერით “ბუჩამდე იყო აფხაზეთი”.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კლუბში “ხიდი” წარმოდგენილი იქნება სამდღიანი ექსპოზიცია, რომელიც 24 მაისს გაიხსნება და 26 მაისს, 18:00 საათზე დაიხურება. უფრო კონკრეტულად, ექსპოზიციის დათვალიერება შესაძლებელი იქნება 24 მაისს – 21:00 საათიდან, 25 მაისს – 12:00-22:00 საათზე, 26 მაისს – 12:00-18:00 საათებში.

“ექსპოზიციის ვიზიტორები ინდივიდუალურად, პოლიტიკური გაზვიადებისა და ინტერპრეტაციების გარეშე განიცდიან რუსეთის მიერ ჩადენილ შემზარავ სისასტიკეს, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და რაც ასიათასობით დევნილმა გამოიარა.

ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ყველა საზოგადოებაში ამ საზოგადოების წარსული საუბრობს. იმისათვის, რომ აწმყოსა და მომავალზე, მტერსა და მოყვარეზე, კეთილსა და ბოროტზე სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, წარსული უნდა გავიაზროთ და გვახსოვდეს.

რუსეთის მიერ ბუჩაში, მარიუპოლში, ირპენში, გოსტომელსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულები გენოციდად შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და არაერთი სხვა მსოფლიო ლიდერის მიერ. ესტონეთმა, ლატვიამ და კანადამ უკრაინელების გენოციდი ოფიციალურად აღიარეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„ტყვეობის პირველივე დღიდან დაიწყო ახალგაზრდა ქალების და ბავშვების (მოზარდი გოგონების) ნამუსის ახდა, რასაც, რა თქმა უნდა, ახლდა დიდი წინააღმდეგობა და წივილ-კივილი, მათი მხრიდან კონდახებით ცემა-ტყეპა….”

“დღეს სოფელში 130 ადამიანი მოკლეს, ზოგი ქუჩაში და ზედ ტანკი გადაატარეს, ზოგი საკუთარ სახლში, ზოგი ტყვიით, ზოგი საკუთარ სახლთან ერთად დაწვეს, სახლში ჩაწვეს ავადმყოფი, ლოგინში მწოლიარე დედა და მისი ერთადერთი ქალიშვილი, რომელმაც მოხუცი დედა არ მიატოვა. ხალხის თვალწინ დახვრიტეს რამდენიმე მამაკაცი. ყუმბარის ნამსხვრევით დაიღუპა ბებია და მისი ხუთი წლის შვილიშვილი, ბავშვის ცხედარი საქათმეში შეასვენეს, ღორებს რომ არ შეეჭამათ“…

“ბავშვებს ხელები და ფეხები გადაუმტვრიეს, სარებზე დასვეს, ერთ ბავშვს ტანკით გადაუარეს. სტადიონზე გაუპატიურებული ქალები ცოცხლად დაწვეს. ბავშვი გაატყავეს, ხორცზე წააწერეს”…

ორგანიზატორების განმარტებით, ასეთი შემზარავი ისტორიები მრავლად იხილა და მოისმინა ქართულმა აუდიტორიამ და მსოფლიომ უკრაინელებისგან, მაგრამ ეს კონკრეტული ისტორიები არ არის უკრაინული – ქართულია.

“ბევრს ავიწყდება, ბევრმა არც კი იცის, რომ ბუჩამდე და მარიუპოლამდე გაგრა და ოჩამჩირე იყო – გატყავებულ ბავშვს, რომელზეც თვითმხილველი რუსი ჟურნალისტი ყვება, ხორცზე ეწერა, რომ “ქართული ძაღლი იყიდება კუპონზე“.

მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობა საბჭოთა კავშირზე გამარჯვებას, “ისტორიის დასასრულს“ ზეიმობდა და ბოროტების იმპერიის კუდის მოქნევაზე ადეკვატური პასუხის გასაცემად მზად არ იყო. მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის საზარელი მასშტაბი არც ჩვენს საზოგადოებას აქვს გაცნობიერებული.

თუკი ევროპელი ბავშვი სკოლიდან ერთხელ მაინც ხვდება ჰოლოკოსტის მუზეუმში და ნაციზმის ბოროტებას ღრმა ბავშვობიდან იაზრებს, ქართველ ბავშვებს ბოროტების იმპერიის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე საკმარისად არ ვესაუბრებით, ამით – მტერს სტრატეგიულ ბუნდოვანებას ვუქმნით, სადაც შეუძლია მისი როლი უარყოს.

იმისათვის, რომ ქართულმა დემოკრატიამ მტერზე გაიმარჯვოს, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა იცოდნენ, ვინ არის მტერი, რა დაგვიშავა და რას გვიშავებს, რატომ და როგორ ვებრძვით მას. იმიტომ, რომ დემოკრატიის წარმატება ინფორმირებულ მოქალაქეებზე დგას, რომელთაც იოლად ვერ მოატყუებ.

ჩვენ მყარად გვჯერა, რომ რუსეთის მიერ ქართველების გენოციდის შესახებ მუდმივმოქმედი ექსპოზიცია ოკუპაციის მუზეუმში უნდა იყოს და საშუალო სკოლის პროგრამის ნაწილი გახდეს მისი დათვალიერება, მაგრამ ამას მხოლოდ რუსეთის ვასალი რეჟიმის დამარცხების შემდეგ შევძლებთ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება91

დაკავშირებული -პოსტები

ძალიან ადრე შეწყდა შენი პატარა ცხოვრება – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

"ძალიან ადრე შეწყდა შენი პატარა ცხოვრება… ნათელში იყოს შენი სული. 🕊️" ბათუმში გარდაცვლილ 16 წლის სანდრას ახლობლები ემშვიდობებიან. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას მატარებელი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ლიანდაგზე გადადიოდა. ვიზიარებთ ოჯახის...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
დევდორაკის ხეობაზე გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ...

დაწვრილებითDetails

12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა – მოზარდი ადგილზევე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა - მოზარდი ადგილზევე დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Aktual. ge ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული ფონიჭალის მკვიდრი, თაფდიგ ყაჰრამანოვია.

დაწვრილებითDetails

სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია - 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა. როგორც...

დაწვრილებითDetails

“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა
მთავარი

"ტვ პირველი" მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინი "სქროლვა-სქრინვის" გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, რამდენიმე საათს წინ გამოაცხადეს. სხდომა, რომელზეც საჩივარს განიხილავდნენ, მოპასუხე მხარის გარეშე ჩასტარეს. "ტვ პირველის" არც ერთი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა -...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს
მთავარი

აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აქტიურ კონტროლს აგრძელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს....

დაწვრილებითDetails

ყაზბეგის” საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
საქართველოდან ივლის-სექტემბერში 14 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა
მთავარი

"ყაზბეგის" საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია და საბაჟოს ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობას საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში გააგრძელებს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქმე ის არის, რომ...

დაწვრილებითDetails

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებულ სიას აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“
მთავარი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებული სია გამოაქვეყნა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2026 წლის 30 ივლისის მდგომარეობით აღრიცხულია ელიტური კორუფციის 340 სავარაუდო შემთხვევა, სადაც “ქართული ოცნების“ 283-ზე მეტი მოქმედი...

დაწვრილებითDetails

დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. ამ შინაარსის შეტყობინებები უწყებამ მოსახლეობას დაუგზავნა. მათი შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ პროტოკოლის...

დაწვრილებითDetails

მატარებელის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა „ბათუმელები“

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"