“აფხაზეთში იყო ერთი წარმოუდგენლად ლამაზი სოფელი ახალდაბა, მას ყვავილების ქვეყანას უძახოდნენ. სადღაც 400 ოჯახი ცხოვრობდა ძირითადად ახალგაზრდები. სიძე მყავს ამ სოფლიდან, მამიდაშვილის ქმარი და ვარ ნამყოფი, მინახავს ეგ სილამაზე, შეყვარებულიც მყავდა ამ სოფელში, ისეთი ახალგაზრდა სოფელი იყო იფიქრებდი სილამაზის კონკურსიდან შერჩეული ხალხი ცხოვრობსო.
ამ სოფელს სამი მხრიდან შემოუტიეს, ჩრ. კავკასიელებმა, აფხაზებმა და რუსებმა. როგორც მთლიანი ფრონტი აფხაზეთში შევარდნაძის დამსახურებით აქაც მხოლოდ ავტომატისამარა დარჩენილი იბრძოდნენ ქართველები, უმძიმესი ბრძოლებისა და დიდი დანაკარგების ფასად მტერმა სამი მხრიდან შემოსულმა ახალდაბა აიღო.
ამ დროს ეს სამოთხესავით ლამაზი სოფელი სავსე იყო მშვიდობიანი მოსახლეობით. ის რაც ბოლო დღეები ბუჩაზე გესმით და ხედავთ ეგ სისასტიკე ორჯერ გაამრავლეთ და რასაც მიიღებთ აი ეგ ჯოჯოხეთი დაატეხეს თავს ახალდაბას და მის მოსახლეობას. მანდ იყო ე.წ. “კალუმბიისკი გალსტუკით” ხალხის ხოცვა, მანდ იყო თითქმის ყველა ჭაში ქართველების გვამები და მანდ იყო, ქართველებს მათ შორის ბავშვებს რომ ატყავებდნენ და აწერდნენ “продается грузинское мясо” ! ეს სოფელი ისე აღგავეს პირისა და მიწისა რომ არანაირი ნიშანწყარო არ დარჩა იმისა რომ იქ ოდესღაც ადამიანი ცხოვრობდა. მაშინ არ იყო ინტერნეტი და ტექნოლოგიები და ამიტომ არ იცის მსოფლიომ რა ჯოჯოხეთი დატრიალდა აფხაზეთში, მაგრამ ჩვენ გვახსოვს და გვემახსოვრება მუდამ. ხოლო ვინც აპირებს რომ ეგ დაგვავიწყოს მთავრობის თამადობით მათ მალე საკადრისი პასუხი გაეცემა! ” – წერს ერთ-ერთი Facebook მომხმარებელი










