ბურკინა ფასოში ჯიჰადისტები სამხედროებს თავს დაესხნენ, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს აცილებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ВВС ავრცელებს.
კერძოდ, გარდაცვლილთაგან 30 სამოქალაქო პირი იყო, 14 – ჯარისკაცი და კიდევ სამი – Défense de la Patrie მეამბოხეთა მოხალისეები.
დარბევის დროს 19 ადამიანი დაშავდა.
არმიის განცხადებით, პასუხად სამთავრობო ძალებმა 58 მებრძოლის განეიტრალება მოახერხეს და ბევრი დაჭრეს.
ბურკინა-ფასოში, ისე როგორც დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში, უსაფრთხოების კრიზისი გაღრმავდა. “ალ-ქაედასა” და “ისლამური სახელმწიფოს” თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზე, მიუხედავად საფრანგეთისა და გაერო-ს ძალისხმევისა, კვლავ გრძელდება.










