UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა საქართველო-პორტუგალიის მატჩისთვის ორივე გუნდის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები გამოაქვეყნა.
როგორც უკვე ცნობილი იყო პორტუგალიის ნაკრების სასტარტო შემადგენობაში იქნება კრიშტიანუ რონალდუ, რაც შეეხება საქართველოს, რაც ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს, ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე მოედანზე პირველსავე წუთიდან გამოვა.
საქართველოს სასტარტო სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:
მეკარე – გიორგი მამარდაშვილი
დაცვა – გიორგი შენგელია, ლაშა დვალი, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი.
ნახევარდაცვა – ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე
თავდასხმის ხაზი – ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც უკვე 2 გოლი გაიტანა, სათადარიგო სკამზე გადაინაცვლებს.
თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.










