ქუთაისს ქართველი მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია, მუსიკალური სპექტაკლით “ბრუნტეტი – დაბრუნება” – ესტუმრა. მუსიკალური სპექტაკლი, თეატრალური გაერთიანება “ჰარაკის” და ჰოლანდიური ანსამბლის Kluster-5-ის თანამშრომლობით შეიქმნა. პროექტი დაფუძნებულია kordz-ის მუსიკალურ ნაწარმოებზე “1999”, რომელიც 2021 წელს შეიქმნა და რომელშიც ხელოვანის მიერ 1999 წელს გაკეთებული აუდიო-ინტერვიუებია გამოყენებული. ამ ჩანაწერებში 5 წლის kordz გვიყვება მის წარმოსახვით სამყარო – ბრუნტეტზე, ბრუნტეტის მცხოვრებლებსა და მის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე.
გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....









