
ლონდონის მკვიდრი სტივ ვერზი გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელსაც 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თვალი წარმატებით ჩაუსვეს. „20 წლის ასაკიდან თვალის პროთეზს ვიყენებ. როდესაც სახლიდან გამოვდიოდი, სარკეში ვიყურებოდი და ძველი პროთეზი არ მომწონდა. ახალი თვალი ფანტასტიკურად გამოიყურება, 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ის კიდევ უფრო დაიხვეწება“, – ამბობს 47 წლის სტივ ვერზი.










