ბრიტანელმა კაცმა, რომელიც სალონის მფლობელია, მომხმარებლებისთვის შეჭრილი თმებით 102-კილოგრამიანი ბურთი დაამზადა, რითაც გინესის რეკორდი დაამყარა.
„მე ეს გავაკეთე ჩემი შვილებისა და მომავალი შვილიშვილების სიყვარულის გამო. ამით, მინდოდა მეჩვენებინა, რომ თუ რაიმე გიჟური იდეა გაქვთ, ამაზე არ ინერვიულოთ, არ იფიქროთ იმაზე, რას იტყვის ხალხი, უბრალოდ, ადექით და გააკეთეთ“, – ამბობს ის.
წინა რეკორდის ავტორი ამერკელი ქალი იყო, რომელმაც 2014 წელს, თმებით, 76-კილოგრამიანი ბურთი შექმნა.










