LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბრალდებული აცხადებდა, რომ ხალხის გადასარჩენად ღმერთისგან იყო მოვლენილი – რას ყვება ზურაბაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე

ბრალდებული აცხადებდა, რომ ხალხის გადასარჩენად ღმერთისგან იყო მოვლენილი – რას ყვება ზურაბაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე

დაპოსტა 2020/11/26-ში
A A
240
ნახვა
გაზიარება

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილის შეჭრის შედეგად მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის ჩვენების მიხედვით, ბრალდებული აცხადებდა, რომ ხალხის გადასარჩენად ღმერთისგან იყო მოვლენილი.

ერთ-ერთი პირის ჩვენება, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვა მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა, „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა.

ამასთან, მძევალი ჰყვება, რომ ლევან ზურაბაშვილს იქ მყოფების მიმართ ფინანსური მოთხოვნა არ წამოუყენებია და არც არავის დამუქრებია.

„შემოსვლისთანავე, ზემოთაღნიშნულმა პირმა ხმადაბლა, მშვიდი და მკაცრი ტონით, ყველა იქ მყოფს მოგვიწოდა შევგროვებულიყავით ოფისის ცენტრში, რაც იქ მყოფმა ხალხმა დაუყოვნებლივ შევასრულეთ. ამის შემდეგ, მან მოითხოვა, დაგვერეკა 112-ის სამსახურში, „მთავარ არხზე“ და „იმედზე“, ტელეფონის ნომრებს კი გვითითებდა, რომელიც ეწერა მარცხენა ხელის მაჯაზე.

მას მარჯვენა ხელში ეკავა შავი ფერის პისტოლესტის მსგავსი ნივთი, რაც აღვიქვი, როგორც ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ხოლო მარცხენა ხელში ეკავა ხელყუმბარის მსგავსი ნივთი, რაც ასევე აღვიქვი, როგორც ხელყუმბარა. ორივე ხელს იქნევდა ნერვიულად და ითხოვდა პოლიციის, ტელევიზიების მისვლას, ვინაიდან სურდა პირდაპირ ეთერში გასვლა. ზემოთაღნიშნულმა პირმა თქვა, რომ არ იყო ტერორისტი, იყო მართლმადიდებელი და ამას აკეთებდა ჩვენთვის, ამბობდა, რომ როდესაც ჩვენ ღმერთს ვთხოვდით დახმარებას, იგი იყო მოვლენილი ამ მიზნით ჩვენს გადასარჩენად და გვთხოვდა მხარდაჭერას, ამბობდა, რომ „იმათ რომ ფული ჩემოდნებით ჰქონდათ და ჩვენ კაპიკებს გვიხდიდნენ“, არ იყო სწორი საქციელი.

აღნიშნული საუბრის პერიოდში მას მომხმარებელმა მოუწოდა, რომ ოფისში მყოფი ფეხმძიმე გოგონა გაეთავისუფლებინა, რაზეც ზემოაღნიშნული მამაკაცი მაშინვე დათანხმდა. ამის შემდეგ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ქალმა სთხოვა, რომ ახალი გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი და გაეშვა და იმავდროულად, იქ მყოფმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბიჭმა შესთავაზა, ოფისში მყოფი კიდევ ორი გოგონას გათავისუფლება, რაზეც მაშინვე დათანხმდა და ოფისიდან გამოგვიშვა ყველა ქალი, მათ შორის მეც. ზემოაღნიშნულ პიროვნებას, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, არც ჩვენი და არც შპს-ის მიმართ არანაირი ფინანსური მოთხოვნა არ წამოუყენებია და არც არავის ინდივიდუალურად არ დამუქრებია. იგი იყო განერვიულებული, რის გამოც იარაღს აქეთ-იქით იქნევდა იმ დრომდე, სანამ ვიღაცამ არ ურჩია, რომ იარაღი ზევით აეწია, რათა არ გავარდნოდა, ვინაიდან იქ მყოფები მას წინააღმდეგობის გაწევას არ უპირებდნენ, ამის შემდეგ, მან მარჯვენა ხელში არსებული ფისტოლეტის მაგვარი ნივთი ჩაიდო შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში“, – აცხადებს ერთ-ერთი მძევალი ჩვენებაში.

ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება96

დაკავშირებული -პოსტები

საგანგებო სიტუაცირის სამსახური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა. მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე...

დაწვრილებითDetails

სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად 5 სახლი დაინგა

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად 5 სახლი დაინგა
მთავარი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინაა. დაზარალებული ოჯახების...

დაწვრილებითDetails

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ნებისმიერი საქმე, დღეს, სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით. კურო დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობასა და ქმედებებში, რაც,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული  ინსპექტირების შედეგად...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა
მთავარი

თელავში 8 თვის ორსული გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 44 წლის, მაკა ასაბაშვილი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილ ქალს ერთი შვილი ჰყავდა. „ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ ყვარელიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ შილდიდან 2კმ-ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1(ML)...

დაწვრილებითDetails

ავარია ბათუმში – დაშავდა 1 ადამიანი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. შემთხვევა ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

„მუნიციპალიტეტებში 4.886 მლნ ლარის ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ ანგარიშზე, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა“ – აუდიტი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
ეკონომიკა

„მუნიციპალიტეტებში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები,“ - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტშია აღნიშნული, რომელსაც "ბიზნესპრენიუსი" აქვეყნებს. აუდიტის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა ერთ დღეში კვლავ მოიმატა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ქორწინების ოქროს ბეჭედი 28%-ით გაძვირდა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 185 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.96%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"