აღორძინების ეპოქის იტალიელი ფერმწერის, სანდრო ბოტიჩელის ტილო „ახალგაზრდა კაცი მედალიონით“ ნიუ-იორკის Sothebyʼs აუქციონზე 92 მილიონ 200 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ cnn.com იუწყება.
ეს ბოტიჩელის ნამუშევრებისთვის რეკორდია, რაც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა. 2013 წელს მისი ნახატი „მადონა ჩვილით და ახალგაზრდა იოანე ნათლისმცემელი“ 10,4 მლნ დოლარად გაიყიდა.
ტილოს მყიდველის ვინაობა არ სახელდება. „ახალგაზრდა კაცი მედალიონით“ სანდრო ბოტიჩელიმ 1470–1480 წ.წ. შექმნა. ეს ფერმწერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილოა.
XVIII საუკუნიდან ტილო უელსელი არისტოკრატების ერთ-ერთ ოჯახს ეკუთვნოდა.