ბორჯღალოსნები 2024 წლის ბოლო შეხვედრას საკუთარი გულშემატკივრის წინაშე 24 ნოემბერს 18:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე ტონგასთან გამართავს. მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ ბორჯღალოსნებს.
ბორჯღალოსნები ტონგას ბოლოს 6 წლის წინ 2018 წელს ეთამაშნენ, მაშინაც 24 ნოემბერს წლის დასკვნით შეხვედრაში და “მიხეილ მესხზე” 20:9 დაამარცხეს. ეს იყო ამ გუნდების მე-7 დაპირისპირება, საიდანაც საქართველომ 5-ში გამარჯვება მოიპოვა.
ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში გუნდებმა უკვე ორ-ორი თამაში გამართეს და ,ჯერჯერობით, გამარჯვების გარეშე არიან. ტონგას ჯერ რუმინეთმა სძლია 25:15, მერე კი აშშ-მა 36:17.










