,,მსგავსი აბსურდი რაც ქუთაისის აეროპორტში ხდებოდა მე მსოფლიოში არსად მინახავს” – საოპერო მომღერალი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრების შესახებ წერს სოციალურ ქსელში.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,მინდა გავაზიარო ჩემი შთაბეჭდილება ქუთაისის აეროპორტის მომსახურეობასთან, დავიწყოთ იმით რომ ავტობუსმა იმაზე 2 საათით ადრე მიგვიყვანა ვიდრე ეს საჭირო იყო, 2 საათი ხალხი ზოგი იატაკზე ზოგი კიბეებზე იჯდა იმიტომ რომ 4 რეისი მიფრინავდა 1 საათის განმალობაში, პირველი რაც მონხვდა თვალში ეს იყო დაბნეული შეშინებული წრუწუნა რომელიც ბასკინ რობინსის სივრცეში დარბოდა… 2 საათსა და 15 წუთზე აეროპორტში მოსულ მგზავრებს სარეგისტრაციო მხოლოდ 4 საათზე გაუხსნეს, და აი აქ დაიწყო საშინელება, Wizzair ის 3 რეისი მიფრინავდა 10 წუთის შუალედით, მილანი, ბრუსელი და პოზნანი ჯამში 400 ზე მეტი მგზავრი უნდა გაეტარებინა აეროპორტის პერსონალს 2 საათში, და იცით რა ხდებოდა, მხოლოდ 2 პოლიციელი იდგა საბუთების შემოწმებაზე, მხოლოდ 2 და როცა ვუთხარი რომ 3 რეისია და მხოლოდ 2 რატომაა ირონიულად მიპასუხა რომ თუ მინდა შემიძლია დავეხმარო და დავიწყო მუშაობა მათთან. იმის მაგივრად რომ მგზავრებს ბოდიში მოუხადონ შეფერხებისთვის აეროპორტის პერსონალი ( მესაზღვრე, პოლიციელები) მგზავრებს ძველბიჭურ ქურდულ სტილში “ეკაჩავებოდნენ”. როგორც იქნა რიგში დგომის 1 საათის მერე გავიარეთ რეგისტრაცია და ოი საოცრებავ, უსაფრთხოების კონტროლზე უარესი ხდება, მხოლოდ 2 სკანერი მუშაობს 4 დან, 400 მგზავრე ელოდება… მომსახურეობა დაიწყეს 20 წუთის დაგვიანებით, რიგ როგობიდ ცხადდება რეისებზე ბოლო გამოძახება, ჩასხდომა დაწყებულია, მგზავრები ნერვიულობენ, უცხოელები მელაპარაკებიან მეკითხებიან უჩვენოთ ხომ არ გაფრინდებიანო… როგორც იქნა მივაღწიე სკანერამდე, უსაფრთხოების რა მოგახსენოთ ისე სწრაფად ატარებდნენ ხალხს ერთ ერთი პოლონელი შემომიტრიალდა და მეუბნება ჩანთაში წყალი მქონდა დამავიწყდაო და ამათ არც შეუმჩნევიათო, ამ დროს როცა მსოფლიოში ტერაქტებია, ქუთაისში ყველანაირი უსაფრთხოების ზომაა დაუცველი!!! როგორც იქნა მივედი პასპორტის კონტროლზე სწრაფად მივედი მივაწოდე ფანჯარაში პასპორტი, უკვე გამოაცხადეს პოზნანზე ჩასხდომა დამთავრდაო, გავიხედე უკან და 100 კაცია კიდე მაგ რეისიდან უსაფრთხოების კონტროლზე. ეს გოგო იმის მაგივრად რომ სწრაფად შეემოწმებინა საბუთები დამიწყო საქმის გარჩევა რომ რატომ ვესროლე სახეში პასპორტი… ანუ იქით მგზავრზე გადაქონდა თავისი არაკომპიტენტურობის პრობლემა. აღარ დავუწყე ლაპარაკი უბრალოდ ვუთხარი რომ მომსახურეობის აზრზე არ იყო და აშკარად თავის სამსახურს ვერავინ ვერ ასრულებდა… როგორც იქნა ჩავჯექით თვითმფრინავში და აი მგონია რომ აი უკვე გავფრინდებით და… ბორტზე შემოეპარათ მგზავრი რომელიც ჯერ კიდევ ჩექინზე არ გაატარეს, ანუ ხვდებით რა ხდება? უსაფრთხოების კონტროლი და პასპორტ კონტროლი გაიარა ადამიანმა რომელიც რეისზე არ დაუშვეს!!! ამის გამო კიდე შევფერხდით, საოცრება რა იყო იცით არ იცოდნენ სად იყო რომელ ადგილას და 20 წუთი ეძებდნენ, მერე როგორც იქნა გაიყვანეს, და ავფრინდით, მსგავსი აბსურდი რაც ქუთაისის აეროპორტში ხდებოდა მე მსოფლიოში არსად მინახავს, საერთაშორისო აეროპორტია არ დაგვავიწყდეს…” ,- წერს ოპერის მომღერალი ირაკლი მუჯიკნელი სოციალურ ქსელში.










