დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 218 საიდანაც:
• 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 991, აჭარაში – 565, იმერეთში – 756.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 089 პირი, მათ შორის, თბილისში – 532, აჭარაში – 129, იმერეთში – 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 42, იმერეთში – 27.
• 1 493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1041 – თბილისში, 345 – აჭარაში.
• 27 307 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 31 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 14 187 ადამიანი.
გასულ დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 777 ადამიანი.