ბოლო რვა დღეში მეშვიდედ, ვერსალის სასახლეში ევაკუაცია გამოცხადდა, ინფორმაციას სასახლის ადმინისტრაცია Twitter-ზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვიზიტორების ევაკუაცია ამჯერადაც ბომბის საფრთხის გამო გამოცხადდა.
“უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლე ახორციელებს ვიზიტორების ევაკუაციას და გაიხსნება როგორც კი შემოწმებები დასრულდება. გმადლობთ გაგებისთვის”, – წერს ადმინისტრაცია.









