“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თბილისი, მთაწმინდის რეზიდენცია ვერტმფრენით დატოვა – ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. ვიდეო 12:29 წუთზეა გადაღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი თბილისში იმყოფებოდა მაშინ, როცა პარტიაში ბრიფინგი გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი “რუსულ კანონს” ხელახლა აინიცირებს.
სად გაფრინდა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენთვის უცნობია.
ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ივანიშვილი მხარს უჭერს “რუსული კანონის” მიღებას.