LIVE TV
პარასკევი, თებერვალი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის

დაპოსტა 2025/01/20-ში
57
ნახვა
გაზიარება

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.

როგორც ადვოკატ, ლაშა კალანდაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართლებრივი დავის საგანს ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს, “მან ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში”.

„როგორც დაინტერესებული პირებისთვის კარგად არის ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი თითქმის 10 წელია აწარმოებს დავას Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციებში. გაცნობებთ, რომ სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. შვეიცარიაშიც იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა (შვეიცარიაში დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა). აღნიშნული საქმეების განხილვის მიმდინარეობისა, თუ შედეგების შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული.

დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები.

უნდა აღინიშნოს, რომ Julius Baer-ი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა; თითქმის 6 თვის განმავლობაში Julius Baer-ი ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების (თანხების ბრუნვის) შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი მიმოწერა არსებობს; ბიძინა ივანიშვილი ბანკს უხსნიდა, რომ ჰქონდა უფლება, მიეღო ინფორმაცია ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხების შესახებ და მოითხოვდა ბანკისგან განმარტებას, რა სამართლებრივ საფუძველზე იზღუდებოდა მისი გარანტირებული უფლება, თუმცა ბანკი აჭიანურებდა რეაგირებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, Julius Baer-მა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება.

ბოლო პერიოდში კი კვლავ გართულდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰეჯ ფონდებმა (CarVal Credit Value Fund III, Promona Capital VIII და TPG Opportunities Partners III) დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. Julius Baer-ი არის, ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებული, მიიღოს ზომები ჰეჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. Julius Baer-ი კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰეჯ ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას, თუ განმარტებას, თვლის, რომ Julius Baer-ი და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ/საზიანოდ.

ურთიერთობა გაუარესდა სხვა მიმართულებითაც. თავდაპირველად, ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივ მექანიზმებს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, არა და, როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება.

შემდეგ 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer-ი, ფაქტობრივად, დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის/გაუქმების მიზანშეწონილობა Julius Baer-ის მიერ არ იყო არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს, პოლიტიკურად აქტიური პირის საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. Julius Baer-ს არც დაუხურავს პირადი ანგარიში, თუმცა მისი აღნიშნული ქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.

და ბოლოს, Julius Baer-მა, ბენეფიციარების აზრით, არასწორად (უფრო, სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები.

ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას ჩათვალოს/იფიქროს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები Julius Baer-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“, – ნათქვამია ადვოკატ, ლაშა კალანდაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

20 თებერვლის ამინდის პროგნოზი

თებერვალი 20, 2026
13
ამინდი

20 თებერვალს საქართველოს უმეტეს რეგიონში დათბება   ყველაზე მაღალი ტემპერატურა +19 გრადუსი მოსალოდნელია ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში. ყველაზე დაბალი ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება გუდაურში დაფიქსირდება.   რაც შეეხება ამინდს ქალაქების...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 20, 2026
4
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.   „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე...

დაწვრილებითDetails

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 20, 2026
294
მთავარი

ვერძი   თავიდან გაიაზრეთ თქვენი მიზანი და დაფიქრდით სწორ სტრატეგიაზე, შეეცადეთ, კი არ მიჰყვეთ სიტუაციას, არამედ, მოახერხოთ მისი მართვა, შეხედეთ ვითარებას სხვისი თვალით და ისე იმოქმედეთ.   კურო   დღეს,...

დაწვრილებითDetails

“თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა”-შსს განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 19, 2026
2k
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.   „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.   პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

თებერვალი 19, 2026
223
მთავარი

იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზესტაფონსა და საჩხერეში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინდმეწარმეები თ. გ. (მის: სოფ. ცხრაწყარო,...

დაწვრილებითDetails

რა იგეგმება ნიკეას ქუჩაზე

თებერვალი 19, 2026
335
default
მთავარი

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილესთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე დაგეგმილი პროექტის დეტალები ადგილზე განიხილა - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს...

დაწვრილებითDetails

„ლელო“ გააგრძელებს პოზიციონირებას როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი

თებერვალი 19, 2026
34
მთავარი

"ძლიერი საქართველო – ლელო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი: „ძლიერი საქართველო - ლელო“ პასუხისმგებლობით ეკიდება ქართული საზოგადოების ნდობას და ნებისმიერი ტიპის ოპოზიციურ კოორდინაციას. ჩვენი...

დაწვრილებითDetails

“გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტი არის საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი”- სოზარ სუბარი

თებერვალი 19, 2026
137
მთავარი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოსმენისას, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში არსებული ფუნქციური დუბლირების საკითხი დააყენა და ერთ-ერთი ინსტიტუტის...

დაწვრილებითDetails

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს

თებერვალი 19, 2026
191
მთავარი

ბრიტანულმა პოლიციამ მეფე ჩარლზ III-ის უმცროსი ძმა, 65 წლის ენდრიუ მაუნტბატენ-ვინძორი დააკავა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, ყოფილი პრინცი ენდრიუ სამოხელეო დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული. „გამოძიების ფარგლებში დღეს, 19 თებერვალს...

დაწვრილებითDetails

გამოვლინდა სანიტარიული ნორმების დარღვევით მოქმედი საკონდიტრო

თებერვალი 19, 2026
242
მთავარი

თბილისში სანიტარიული ნორმების დარღვევით მოქმედი საკონდიტრო დამფასოებელი საწარმო გამოვლინდა  სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტირებული საკონდიტრო ნაწარმის დამფასოებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინდმეწარმე ვ. ჯ. ( მის: ქ. თბილისი, აგლაძის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».