LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ბიძინა ივანიშვილი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მან საქართველოს და დემოკრატიას უღალატა – პაატა ზაქარეიშვილი

დაპოსტა 2025/01/08-ში
64
ნახვა
გაზიარება

ყველა პრობლემა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, რომელსაც ქუჩაში და საერთაშორისო დონეზე ვპასუხობთ, 2024 წლიდან გადმოგვყვა – საჭიროა შრომა, ბრძოლა, წინააღმდეგობის გაწევა, რათა არ მივიდეთ 2025 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე და მანამდე, გაზაფხულის ფარგლებში, ამ საკითხების მოგვარება მოხდეს, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

რაც შეეხება სანქციებს და სანქციებთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებას, პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ სანქციებს, რომელიც აშშ-მ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოიყენა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „უკან არ წაიღებს“.

ამასთან, მისი მოლოდინით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება.

„ყველა პრობლემა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, რომელსაც ქუჩაში და საერთაშორისო დონეზე ვპასუხობთ, 2024 წლიდან გადმოგვყვა. აღნიშნული 2024 წელს უნდა დასრულებულიყო და 2025 წელს არ უნდა გადმოსულიყო. განსაკუთრებით არჩევნებს უნდა ეჩვენებინა ხალხის ნების მკაფიო გამოხატულება, რომელიც იყო და არ დაკანონდა. შესაბამისად, ეს ბრძოლა გრძელდება და ალბათ, ეს ყოველივე წლევანდელ წელს დასრულდება.

ბუნებრივია, საჭიროა შრომა, ბრძოლა, წინააღმდეგობის გაწევა, რათა არ მივიდეთ 2025 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე და მანამდე, გაზაფხულის ფარგლებში, ამ საკითხების მოგვარება მოხდეს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ მკაფიო, მშვიდობიანი პოზიციების გამოხატვა. აშკარად, ევროპა ჩვენ მოგვყვება, უნიკალური სიტუაციაა. ვინც დღეს ეწინააღმდეგება ავტორიტარულ – „ქართულ ოცნების“ რეჟიმს, ვადგენთ არა მარტო საქართველოს შიდა დღის წესრიგს, არამედ ევროკავშირის და აშშ-ს დღის წესრიგს საქართველოსთან მიმართებით. ასევე, არა მარტო საქართველოსთან მიმართებით, ასევე კავკასიის, პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებითაც“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება სანქციებს, ბიძინა ივანიშვილი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მან საქართველოს და დემოკრატიას უღალატა. მისი მეცადინეობით მიმდინარეობს ის, რომ საქართველომ საკუთარ კონსტიტუციას გადაუხვია, კერძოდ, არა საერთაშორისო ვალდებულებებს, არამედ შიდა ვალდებულებებს. ამერიკა სჯის არა ივანიშვილს, არამედ ამერიკა ცდილობს მაქსიმალურად საქართველოს მოქალაქეებს შეახსენოს, რომ მათივე არჩევანში ეხმარება. ჯერჯერობით ვერავინ ვერ გაბედა და თქვა, რომ ჩვენ არ მივდივართ ნატო-ში, ევროკავშირში…

„ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ კუთხეში მოექცა. ისინი ხვდებიან, რომ მოხვდნენ ჩიხში. არ ელოდნენ, ასეთ მკაცრ რეაქციას დასავლეთიდან. მათ არ ეგონათ, რომ ასეთი მკაფიო იქნებოდა დარტყმა. ახლა უნდათ, რომ როგორმე ამ დარტყმას გაუძლონ და შემდეგ გადავიდნენ შეტევაზე“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კრიტიკას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიმართ და მმართველი პარტიის განცხადებას, რომ „ევროპელი პენსიონერებისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს, ჯო უილსონს ხმარდება“, პოლიტოლოგმა განმარტა, რატომ არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე საქართველოს საკითხზე ასე აქტიური.

„ჯო უილსონი არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. ის ხედავს რამდენი ენერგია, რესურსი – არა მარტო ფინანსური, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახარჯა, რათა სადღაც კავკასიაში, რაღაც მბჟუტავი დემოკრატიის განვითარებისთვის ხელი შეეწყო და ამ მბჟუტავ დემოკრატიას ჰქვია საქართველო. ის ხედავს, როგორ ერთი ხელის მოსმით შეიძლება ეს დაიკარგოს. დემოკრატია ბევრ ქვეყანას დაუკარგავს, მაგრამ მთავარია ქართველი ხალხი ამისთვის იბრძვის. უილსონს თავისი იდეაფიქსები კი არ აქვს, არამედ ხედავს, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იბრძვის“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
80
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
963
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
2.1k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
243
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
41
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
274
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
28
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
42
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
27
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
63
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».