ბიძინას ვეტყოდი, ნუ ეშინია პუტინის, ფიზიკურად ჩვენ დავიცავთ, ოღონდ ჩაი არ დალიოს – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი ახლა ცუდ დღეშია.
„ბიძინა ივანიშვილი ახლა ძალიან მძიმე დილემის წინაშე დგას, მას ახლა აქვს შიშები ყველა მიმართულებით. მას რა თქმა უნდა ეშინია დასავლეთის სანქციების, მაგრამ პუტინის უფრო მეტად ეშინია. ხომ ხედავთ, ასადის თავს რა საშინელებები ხდება? არის ორი შიში, საიდანაც ერთი არის ფიზიკური განადგურების შიში. ამიტომ მე სკეპტიკურად ვუყურებ, რომ მას აქვს ფუფუნება, რომ რამე შეცვალოს. შესაბამისად, უნდა ველოდოთ მოკლე პერიოდში „მეგობარი აქტის“ მიღებასა და შემდგომში მის ამუშავებას.
ბიძინას ვეტყოდი, ნუ ეშინია პუტინის, რაღაცნაირად ჩვენ მოვუვლით, ის არის საქაართველოს მოქალაქე და ფიზიკურად დავიცავთ, ჩვენ ამის რესურსი გაგვაჩნია, ოღონდ ჩაი არ დალიოს, ვურჩევდი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონიო ზარებს სანქციების შიშით მისი გარემოცვის წევრები არ პასუხობენ.
„რამდენიმე ადამიანთან მქონდა კონტაქტი, ვისთანაც აქვს მას საქმიანი ურთიერთპობები და ბიძინას ზარს აღარ პასუხობენ. მითხრეს, რამე შარში არ გავეხვეთ ჩვენც, სანქცირებულია და ჩვენზეც არ შეიქმნას პრობლემებიო. ბიძინას სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, რა შავ დღეშია ხომ წარმოგიდგენიათ?!“- განაცხადა ხუხაშვილმა.]










