„ნაფიცი მსაჯულების ფორმა იქნება, არჩევითი მოსამართლე თუ სხვა, სხვა ვიღაცამ უნდა გაასამართლოს და არა იმ სისულელეებზე, არამედ იმაზე, რომ ქვეყნის პერსპექტივა, შანსი ვერ გამოიყენა და ისევ იქ რომ ვართ, რითიც დაიწყო. აი, ამისთვის არის გასასამართლებელი. ეს სასამართლო თავისი შინაარსით მორალური სასამართლო უნდა იყოს, პოლიტიკური და არა ეს აბსურდი, რაც გამოიხატება იმაში, რომ შენ თვითონ დანიშნე მოსამართლე ოპონენტების დასასჯელად, მერე იმ ოპონენტებმა გაჯობეს და შენ მიერ დანიშნულ მოსამართლეს შენს თავს ასჯევინებს. თუ მიშას ვასამართლებთ, ჯერ მართლა სასამართლო შევქმნათ, ვისაც გასამართლება შეუძლია და მერე ვილაპარაკოთ. ცხრა მილიონი რამდენს მოუპარავს ამ ქვეყანაში? ეგ რა პრობლემაა? ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვა ბევრად ნაკლები პრობლემაა,ვიდრე შეიძლება, მიშასთან პრეტენზია მქონდეს. მიშას ცხრა მილიონი რომ ჰქონდეს მარტო ნაჭამი, მადლობას ვეტყოდი, რომ თურმე პრეზიდენტად ძალიან იაფად მოგვმსახურებია კაცი, როდესაც ამხელა ძალაუფლება ჰქონდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მარიამობასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები ამანათების მიღებას იწყებენ
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ...









