ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე დღის განმავლობაში კიდევ 0.85%-ით დაეცა. ამას მოწმობს Binance-ის ბირჟის მონაცემები.
კრიპტოვალუტის ფასი ამ დროისათვის 48,931.92 აშშ დოლარს შეადგენს.
ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.
ინდოეთი გეგმავს აკრძალოს ყველა კრიპტოვალუტა, რომელიც არ არის დამტკიცებული მთავრობის მიერ. აღნიშნულ საკითხს ინდოეთის პარლამენტი ზამთრის სესიაზე განიხილავს.
მანამდე, ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება აკრძალა.
ცნობისთვის, ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა.
ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს.
ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, სავარაუდოდ, გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარებიან. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ს შვედეთის ცენტრალური ბანკის, Riksbank-ის ხელმძღვანელმა, შტეფან ინგვესმა განაცხადა.










