საბერძნეთში, კუნძულ ევიაზე, წმინდა დავითის მონასტრის სამი ბერი ევაკუაციაზე უარს აცხადებს. მათი თქმით, ისინი არ დატოვებენ ტერიტორიას, რომელზეც ხანძარი მძვინვარებს. ინფორმაციას Remonews ავრცელებს.
მაშველების თქმით, ცეცხლის ზღვიდანაც კი ჩანს და კუნძულზე მისი კონტროლი ძალიან რთულია.
რაიონებიდან, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ, მოსახლეობა გაიყვანეს. დარჩა მხოლოდ სამი ბერი, რომელიც წმინდა დავითის მონასტერში რჩება.
პოლიციის განცხადებით, მათ ბერების იძულებითი ევაკუაცია მოუწევთ, რადგან ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა და ცეცხლი სიმაღლეში 30-40 მეტრს აღწევს.
შეგახსენებთ, ათენის ჩრდილოეთით იწვის ტყის ახალი ხანძარი მძვინვარებს, ცეცხლი ჩრდილოეთ ატიკის დიდ ფართობზე ვრცელდება.










