ჰოლივუდის მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი ბენ სტილერი კიევის ოლქს სტუმრობს, – წერს უკრაინული მედია უმაღლესი რადას Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
იქამდე, მსახიობი დასავლეთ უკრაინას, ლვოვს სტუმრობდა. ამასთან, პოლონეთში ჰუმანიტარული მისიით იყო ჩასული.
უკრაინის უმაღლესი რადა მადლობას უხდის ყველას, ვინც ხელს უწყობს მსოფლიოში ხალხის ინფორმირებას რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგების შესახებ.